(ვიდეო)„სადმე რომ შევხვდე გეფიცები, იმათ სისხლს დავლევ“ – მესტია სისხლის ღვრის ზღვარზეა, 2 წლის წინ მომხდარი მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია

ფალიანის დედა

მესტია სისხლის ღვრის ზღვარზეა. შვილმოკლული ოჯახი, რომელიც უკვე ორი წელია ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენას უშედეგოდ სთხოვს, იძულებულია სამართალი სვანური წესით აღადგინოს. საქმე ეხება ლუკა ფალიანის საქმეს, რომელიც 2018 წლის 11 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთ სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირი ჰყავს დაკავებული. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა.

„მთავრობასაც ვთხოვ თუ რამე შეუძლიათ სამართლიანად გაარჩიონ ეს საქმე, კიდევ არ განმეორდეს მკვლელობა. რა იცი, ბიჭები ჩვენც გვყავს და იმათაც ჰყავთ. ისინი კი არა სადმე რომ შევხვდე გეფიცები იმათ სისხლს დავლევ“, – აღნიშნა ფალიანის დედამ „ტვ პირველთან“ საუბარში.

დაწერე კომენტარი