(ვიდეო) მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე გალაკტიონის ლექსი  – „,მშობლიურო ჩემო მიწავ“  წაიკითხა.

ამასთან, პრეზენტაციაზე ხაზარაძემ ანაკლიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს; ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია – ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან,  უნდა ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართა.

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
"წამოიყვანე ვინც გინდა და აგიხსნიან ყველაფერს" - დაპირისპირება კახი კალაძესა და მოსახლეობას შორის (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
დაწერე კომენტარი