(ვიდეო) „თეოო ჩამოდი, ჩართვა გაქვს!“ – თეონა ცხომელიძეს „კურიერის“ გუნდი კლინიკის ეზოდან ამხნევებს

თეო

„დღეს მთელი დღეა მეჩვენება, რომ კინოში ვარ… მადლობა ხალხო“ – ამ შინაარსის პოსტს „კურიერის“ წამყვანი თეონა ცხომელიძე საავადმყოფოს ფანჯრიდან გადაღებულ ვიდეოს ურთავს.

როგორც ირკვევა, „კურიერის“ თანაგუნდელები მის გასამხნევებლად საავადმყოფოს ეზოში მივიდნენ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა და ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

დაწერე კომენტარი