(ვიდეო) „ვეღარასდროს ნახავს როგორ იზრდება მისი ქალიშვილი“ – ფლოიდის ცოლი სიტყვით გამოსვლისას ატირდა

„ჩემს შვილს მამა აღარ ჰყავს… ის ვეღარასდროს ნახავს როგორ იზრდება მისი ქალიშვილი“,- ჯორჯ ფლოიდის ცოლი სიტყვით გამოსვლისას ატირდა.

„რამის თქმა აუცილებელი არ არის, მაგრამ მე მაინც მინდა ეს გავაკეთო. ძალიან მიჭირს სიტყვებისთვის თავის მოყრა.

მაგრამ მინდა, რომ ყველამ იცოდეს – დღის ბოლოს ყველა სახლში წავა და თავის ოჯახთან ერთად იქნება. მაგრამ ჩემს შვილს მამა აღარ ჰყავს.

ფლოიდი ვეღარასდროს ნახავს როგორ იზრდება მისი ქალიშვილი, ვერასდროს ნახავს მის სტუდენტობას, ის ვეღარასდროს ისეირნებს მასთან ერთად.

ეს პრობლემაა, მას მამა სჭირდება.

მე აქ ვდგავარ ჩემი პატარასა და ჯორჯის გამო. მე მინდა აღდგეს სამართიალობა მისთვის, რადგან ის კარგი კაცი იყო, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები. ის იყო კარგი. და ეს ბავშვი ამისი მტკიცებულებაა“,- ამბობს ფლოიდის ცოლი.

წყარო: პრაიმტაიმი

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი