(ვიდეო) გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ესმა გუმბერიძის შთამბეჭდავი სიტყვი

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლაში ესმა გუმბერიძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართვის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი ადამიანებისა და ბარიერების იდენტიფიცირება და პირველ რიგში, მათი ხმის გაგონება.

საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა, ასევე, ხაზგასმით ისაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები აწყდებიან კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონის გალის რაიონში.

რუსი დელეგატის საპასუხოდ, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია და საქართველოს ურჩია, ორმხრივ დისკუსიაში ჩაერთოს არსებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, ესმა გუმბერიძემ მას შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის ფაქტი აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე და შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ულებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

loading...

პოპულარული

"წითელი მანიკურები რატომ უსვია?" - რას ამბობს მრევლი ნარიმანის წითლად შეღებილ ფრჩხილებზე (ვიდეო)
ინგა სიორიძე გარდაიცვალა
„ოპოზიცია 55% vs ქართული ოცნება 39%... დანარჩენს გაიგებთ „მთავარზე“ – ნიკა გვარამია IPSOS-ის კვლევის შედეგებს აანონსებს
"რა დღე გამითენე ეს, რა გინდოდა რა, რატომ ვერ მოერიე ამ ბრძოლას..." - გიორგი მასხულია
დაწერე კომენტარი