(ვიდეო)”ძაღლებს არ დაეხმარები?” – რა პასუხი მიიღო გოგონამ კახი კალაძისგან?

გოგონა

ძაღლებს არ დაეხმარები? – ასეთი კითხვით მიმართა ამ გოგონამ აფრიკის დასახლებაში გამართულ ღონისძიებაზე მისულ თბილისის მერს.

აღმოჩნდა, რომ პატარა მარიამს უბნის ძაღლების გამოკვების საკითხი ძალიან ადარდებს.

კახა კალაძე გოგონას დახმარებას დაჰპირდა.

„ასე რომ მარიამის წყალობით, გუმათჰესის ქუჩის ძაღლებს საკვები არ მოაკლდებათ“, – მოგვწერა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც „პრაიმტაიმს“ მარიამის და კახი კალაძის საუბრის ამსახველი ვიდეოც გამოუგზვნა.

წყარო: პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი