(ვიდეო),,ჩაიკალი თავში,თორე თავს დაკარგავ გადაწვეტილია სააკაშვილის დონეზე…” – “მასტერა” და დაცვა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, მთავარი პროკურატურა მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც მათი მტკიცებით კუდის მაშინდელი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა მონაწილეობს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწრის მიხედვით, დგებუაძე ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს, რომელის ვინაობაც მითითებული არ არის და არც მისი სახელი ისმის, სთხოვს ინფორმაცია მიაწოდოს პატარკაციშვილის დაცვის სისტემის, ასევე მისი “პოვრების” შესახებ. ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე დაცვის თანამშრომელს არწმუნებს, რომ “საქმე გადაწყვეტილია და ადრე თუ გვიან მაინც შესრულდება” და ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

ჩანაწერით ირკვევა, რომ დაცვის თანამშრომელს “ეშინია” –  “ოო გიო რაღაცა მეშინია”- ისმის ჩანაწერის ერთ ერთ ეპიზოდში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულბებს ასაჯაროებს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერი მათ ჯერ კიდევ 2016 წლიდან აქვთ. მათივე განცხადებით, პატარკაციშვილის მკვლელობა მაშინდელი პრეზიდენტისა,მიხეილ სააკაშვილის მითითებით გადაწყდა.

პროკურატურის განცხადება სრულად 

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი