“რომ არა ივანიშვილი, კობახიძე ვერ გადარჩებოდა კარგ ალიყურებს’ – რას აცხადებს ეკა ბესელია

ბესელია

ეკა ბესელია ტვ პირველის ეთერში ირაკლი კობახიძეზე საუბრობს.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მშვიდაა, ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დატოვებით. ბესელია ამბობს, რომ კობახიძე ოლიგარქს პიროვნულად პრობლემას არასოდეს შეუქმნის.

“პარტიაში ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით მშვიდად ვერ იქნებიან. ვიხსენებდი, რომ იმდენად ცხელ კერებს აჩენს კობახიძე , არაფრისგან ქმნის კონფლიკტს, მას შეუძლია ცარიელ ადგილზე გააჩინოს ხანძარი. ლამის ხელდახელ გაიწია მახსოვს, ამის წინა მოწვევის პარლამენტში და რომ არა ივანიშვილი ვერ გადარჩებოდა კარგ ალიყურებს. იმდენად არ სცემდნენ პატივს კობახიძეს” – ამბობს ბესელია.

დაწერე კომენტარი