
გადაცემაში “ჩაი” ერთმანეთს ოცნების დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი დაუპირისპირდნენ.
კალატოზიშვილმა ბოჟაძიკს შესაბამისი რეპლიკის საპასუხოდ თქვა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია იქნება მკვლელი:
“არ მაინტერესებს რომელი პარტიაა მკვლელი, მკვლელი მკვლელია, მაჩალკაშვილს და გირგვლიანს რომ მოუკლავენ შვილებს არ მაინტერესებს რომელი პარტიაა” – ამბობს მსახიობი, რაზეც დეპუტატი პასუხობს:
“სამწუხაროა, რომ გირგვლიანს და მაჩალიკაშვილს ერთმანეთს რომ ადარებ, მაჩალიკაშვილი მინისტრის ცოლს არ მოუკლავს” – თქვა ბოჟაძემ, რფაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
“ოცნების პრობლემა იცით რა არის? თქვენ 9 წელი მარტო იმით ხართ დაკავებულები, რომ ვიღაცას ედრებით ცუდში.იმან თუ 5 მოკლა, მე 2 მოვკალი, ის უფრო ცუდია…”- აბობს კალატოზიშვილი.