(ვიდეო)„ნუ გამომიყვანთ მდგომარეობიდან ბატონო ანრი“ – ცხარე კამათი „ტვ პირველზე“

დიაბა

ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს პირდაპირ ეთერში ამორალური და უზნეო უწოდა. 

დეპუტატმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ გიგი უგულავას დაკავებაზე საუბარს თავი აარიდა და პირდაპირ ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის კრიტიკაზე გადავიდა.

„თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო ვინმე მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო და მოწმეებს შევეკითხო რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის. ?“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

დიანა ტრაპაიძემ ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ მას შეუძლია იჩივლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. 

„ყველაფერი თქვენია მმართველობაში, მაგრამ მარტო არ ხართ ამ ქვეყანაში და თქვენი პოზიცია არ არის ერთადერთი, ამიტომ დამასმევინეთ კითხვები. ბატონო ანრი, თქვენ დაბადებული არ იყავით მე რომ სადღაც ვმაუწყებლობდი, არ გიცნობდათ მაყურებელი, მაგრამ ჩვენ ვარსებობდით. ნუ გამომიყვანთ მდგომარეობიდან ბატონო ანრი. თქვენ შეგიძლიათ იჩივლოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“, – უთხრა ტრაპაიძემ ოხანაშვილს. 

ცნობისთვის, ოხანაშვილის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ თამარ ჩიხლაძემ ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

პოპულარული

გამოვდივარ ინიციატივით, დაინერგოს ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი - ეკა ბესელია
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება
"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
ლიზა ყენია წელსზემოთ სრულიად გაშიშვლდა - სკანდალური ფოტო
დაწერე კომენტარი