(ვიდეო)ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში ატირდა: “მე ამის ნახევარი არ გამიგია მისგან, მთელი დღე შრომობდა ჯორივით…დილის 5-ზე მოწერილი დამხვდა, ნიკა დედა გარდამეცვალაო”

გაბუ-გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გადაცემაში მტავარი აქცენტები გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება.

გვარამია ამბობს, რომ გიორგი მისი მეგობარია, მაგრამ იმი ნახევარიც კი არ გაუგია, რაც მან მონოლოგში ისაუბრა.

ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მონოლოგზე საუბრიას ატირდა:

“ის ჩაკეტილი ადამიანია და მე ამის ნახევარი არ გამიგია, რაც მან ახლა, მთელი საქართველოს გასაგონად მოყვა. რამეს, როცა ჟულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა, გიორგიმ იცოდა, რომ დედა ძალიან ცუდად იყო, ოღონდ ეს არავინ ვიცოდით სხვამ. გიორგი პროდაქშენის დირექტორია, ჩემს გადაცემას ვიღებდით მთელი დღე შრომობდა ჯორივით არაფერი გვითხრა, როცა დავიშალეთ გვიანი იყო, არც ვიცოდით სად წავიდა, ვიცოდით რომ ქალბატონი ჯულიეტა ცუდად იყო. დილის 5 საათზე მოწერილი დამხვდა, რომ ნიკა დედა გარდამეცვალაო…” – აღნიშნა მან.

დაწერე კომენტარი