(ვიდეო)”ნაცემი გოგო ქუჩაში ძირს ეგდო…” – რა ხდება ამ წუთებში ბათუმში

ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს ქალი ძირს ეგდო, რომელსაც თავის არეში სისხლჩაქცევები ჰქონდა. წყაროს ცნობით, დაშავებული ქალი პატრულის თანამშრომელმა აიყვანა და პირველადი დახმარება გაუწია. 

ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, სისხლიანი ხელსახოცები ყრია. ჩვენთვის უცნობია რა გახდა ფიზიკური ანგარიშწორების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ პოლიციაში ჩხუბის ფაქტზე შევიდა შეტყობინება, მისამართზე მისულ პოლიციას ადგილზე ჩხუბის ფაქტი ან დაშავებული მოქალაქეები არ დახვდნენ, თუმცა შეტყობინების საფუძველზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

წყარო: tv25

დაწერე კომენტარი