(ვიდეო)მძიმე კადრები სოფელ ბეჩოდან, სადაც 2 ახალგაზრდა დაღუპული იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებიც ავტომობილით გზიდან მდინარეში გადავარდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებს ავტომობილი მდინარიდან ახლა ამოაქვთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ორივე ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში იყო.

გაფრთხილებთ, ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს!

წინასწარი ინფორმაციით, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც მულახელი ახალგაზრდებიისხდნენ, 7 ივნისს, ღამით, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.

სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. გუშინ მანქანის სანომრე ნიშანი და ბამპერი იპოვეს, დღეს კი ავტომობილი ხიდიდან დაახლოებით 80 მეტრში ნახეს. მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას მაშველები რამდენიმე საათი ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაციას ხელს წყლის სწრაფი დინება უშლიდა.

პოპულარული

"ფოტოებზე, აღბეჭდილნი არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც გენიტალიები უჩანთ... მშობლებმა ნამდვილად იცოდნენ რა ტიპის ფოტოსესიებთან ჰქონდათ საქმე" - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
”ზუმერის” გაქურდვის ფაქტზე 17 წლის ახალგაზრდები დააკავეს
წითელი ბარათი ხელისუფლებას - აქცია რუსთაველის გამზირზე „ერთად ერთის წინააღმდეგ“
„გელოდებით ყოველ 20 რიცხვში... ივანიშვილი ამ ომში მიიღებს პასუხს“ - სალომე სამადაშვილი
სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
დაწერე კომენტარი