(ვიდეო)მიმაწერეს ნაცმოძრაობას… საერთოდ ვერ ვიტან პოლიტიკას – თეა დარჩია

ეა დარჩიას პროტესტი, რომელიც მისი სტუდიის ბავშვებთან ერთად ცალ თვალზე ხელაფარებულ ცეკვაში გამოხატა, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებების მიზეზი გახდა.

ქორეოგრაფი არასრულწლოვანი ბავშვების „პოლიტიკაში ჩართვის გამო“ გააკრიტიკეს. ასევე შეახსენეს 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციების დარბევა, ვინაიდან, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი წერს, მაშინ თეა დარჩიას მსგავსი პროტესტი არსად უნახავთ.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას თეა დარჩია ამბობს, რომ ამ აქციის გამო უსამართლო კრიტიკის სამიზნე გახდა. რადგან მან სცადა ბავშვებისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად რთულია ერთი თვალით ცეკვა. მისი თქმით, ამ აქციით, გააპროტესტა, როგორც 20 ივნისის, ასევე ყველა სხვა დროის ძალადობრივი ქმედება, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ამ ძალადობის ავტორი. 

„თვალზე ხელის აფარება, ლამის უკვე საერთაშორისო ჟესტი გახდა აგრესიის და ოკუპაციის წინააღმდეგ. მე უბრალოდ, ბავშვებს ვკითხე – არ გაინტერესებთ, რას ნიშნავს ცალი თვალით ცეკვა-თქო?! რაკიღა მათი მხრიდანაც იყო დაინტერესება გავაკეთეთ ასეთი აქცია. ეს იმ 18 წლის გოგოს გვერდში დგომის გამოხატულება იყო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა. 

მიმაწერეს ნაცმოძრაობას, რახან ძალადობას ვაპროტესტებ, ამიტომ ატყდა ამბავი. საერთოდ ვერ ვიტან პოლიტიკას და აქ არანაირი პოლიტიკა არ დევს. უბრალოდ მინდოდა, რომ ბავშვები მიმეხვედრებინა, ცალით თვალით ცეკვა, რას ნიშნავს და როგორი რთულია. ეს იყო და ეს. არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. 

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა, რომელი ხელისუფლების დროსაც არ უნდა მომხდარიყო ეს, ჩემთვის მიუღებელია. მაშინ facebook-ი საერთოდ არ მქონდა, რომ ამ გზით გამომეხატა ჩემი აზრი. სტუდიაც წელს გავაკეთე და მოვიფიქრეთ ასეთი ცეკვის გაკეთება. როცა ბავშვებს ცეკვას ასწავლი, პირველ რიგში თავისუფლება უნდა ასწავლო, საკუთარი თავის უფალი უნდა იყო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მონა. ამ ცეკვით ჩვენ გავაპროტესტეთ ნებისმიერი ძალადობა, როდესაც არ უნდა ყოფილიყო ის“, – ამბობს თეა დარჩია. 


primetime.ge

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
დაწერე კომენტარი