(ვიდეო)მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია – მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს

გასვენება

ოტობაია-ორსანტიას ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას ელოდება. ჭირისუფალი საგანგებოდ მოასვენებს მიცვალებულს ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა და შესანდობარი თქვა.

ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის.

ოკუპირებული აფხაზეთის დე – ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადსვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

სრულად იხილეთ radioatinati.ge-ზე

პოპულარული

ძალიან ელეგანტური შავი კაბა და ულამაზესი ვარცხნილობა - ევა ბარბაქაძე საკუთარ ბანკეტზე ბრწყინავდა(ფოტოები)
სტამბოლის ახალი 12-მილიარდიანი აეროპორტი მსოფლიოში უდიდესი იქნება
18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ გამოიყურება ლოლა წერეთელი ქმართან დაშორების შემდეგ (ფოტოები)
დაწერე კომენტარი