(ვიდეო)კამერაში ჩანს ყველაფერი,მათ შორის მირზა სუბელიანი-როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთორმეტე კლასელის მკვლელობის საქმეში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება – კურიერმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და სასამართლო დარბაზიდან ჩვენებები მოიპოვა.

ირკვევა, რომ 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ჩხუბის მონაწილეებმა სისხლიანი ტანსაცმელი და სხვა მტკიცებულებები საკანალიზაციო ჭაში ჩაყარეს.

კურიერის მოპოვებული ჩანაწერები 4 ნაწილისგან შედგება. პირველი ფაილის დაწყების დრო 2017 წლის 1 დეკემბრის 13 საათი და 55 წუთია. ამ დროს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების დაპირისპირება უკვე დასრულებულია.

კურიერმა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – მიხეილ კალანდიას, სახლთან დამონტაჟებულმა კამერის ჩანაწერები მოიპოვა. ვიდეომასალა ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ მათ სახლთან განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

პირველი ავტომობილი, რომელიც 14 საათის შემდეგ ეზოში შედის, შავი BMW არის. თავად მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულმა კალანდიებმა სასამართლოს უთხრეს, რომ ავტომობილი მათ მეგობარს, გიორგი თურქიას, ეკუთვნის. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქიამ მიხეილ კალანდია, ერთ-ერთ ბრალდებულთან ერთად, პეტრიაშვილის ქუჩის სამალავიდან სახლში მიაყვანინა.

დაახლოებით დღის სამი საათისთვის ეზოში წითელი ფერის Toyota Prius შედის, რომლის მფლობელიც მირზა სუბელიანის მეუღლე, თეა კაკუბავაა, რომელიც შვილთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ მისი დაჩაგვრის გამო, მოზარდები ერთმანეთს სასიკვდილოდ დაუპირისპირდნენ.

ლუკა კალანდიას ჩვენების მიხედვით, სისხლიანი ტანისამოსი არ გაურეცხავს და სახლთან ახლოს გადაყარა. ამას ადასტურებს კურიერის მოპოვებული კადრებიც.

კურიერის მიერ მოპოვებულ მეორე ვიდეომასალაში ძირითადად ლუკა კალანდია აქტიურობს, ის რამდენჯერმე გამორბის და შედის ეზოში. როგორც თავად სასამართლოზე აღნიშნა, ერთ-ერთი გასვლისას მისი ძმის და მეგობრის ტელეფონები მოიშორა თავიდან.

15 საათსა და 35 წუთზე კალანდიების საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეხით შედის მირზა სუბელიანი, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც კალანდიების ოჯახის ნათესავია. თენგიზ კალანდია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ ქვისლს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც ბიჭებისგან მოისმინა.

მირზა სუბელიანის მისვლიდან რამდენიმე წუთში ეზოში შედის ვერცხლისფერი Toyota Vitz. ავტომობილის მფლობელი კალანდიების მეზობლის შაკო წინწკალაძის მეგობარია. სწორედ ამ ავტომობილით მოხდა მიხეილ კალანდიასა და ერთ-ერთი ბრალდებულის ქალაქიდან გაყვანა.

Posted by Zaza Saralidze on 2018 წლის 19 მაისი, შაბათი

loading…

პოპულარული

"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
„ცდილობენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, ნორმალური პარლამენტი რომ გვქონდეს უკვე გადაყენებული იქნებოდა მთავრობა“ - გრიგოლ ვაშაძე 
"ამაზე თქვენ ძალიან მალე პასუხი მოგეთხოვებათ. უხელფასო დამნაშავედ ვარ დანიშნული" - პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული
პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
„მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს“ - შიუკაშვილი სასამართლო პროცესზე
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
"ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვმა ბავშვი მძიმედ დაკბინა... მასწავლებელმა და დირექტორმა ფაქტი მშობელს დაუმალა"
"სკანდალი - ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია"
"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"- რა ინციდენტი შეემთხვა საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე
დაწერე კომენტარი