(ვიდეო)თუ ნოდარ რუხაძეს არ უთქვამს ის, რაც გავრცელდა და ფეიკია, მე ბოდიშს მოვუხდიდი – ცერცვაძე

ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ თუ ფეისბუქზე გავრცელებული განცხადება, თითქოს სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კორონავირუსის გავრცელებას “ძალიან კარგს უწოდებს, რადგან ძირითადად 70 წლის ადამიანებს კლავს”, ყალბი ინფორმაციაა, მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ამის შესახებ კითხვა ტვ პირელის ჟურნალისტმა, თამარ ჩიხლაძემ დაუსვა.

“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი”, – თქვა ცერცვაძემ ჩიხლაძის კითხვის პასუხად. .

რამდენიმე დღის წინ ყალბი ამბების გვერდმა, სახელწოდებით “სირცხვილის კორიდორი”, სირცხვილიას აქტივისტის, ნოდარ რუხაძის ფოტო გამოაქვეყნა გაყალბებული ციტატით:

“‘ნოდარ რუხაძე: თაობათა ცვლის ამბავში ძალიან კარგი მგონია ეს კორონავირუსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადად 70 წლის ხალხს კლავს”.

დღეს, 24 მარტს კი, პოსტვ-ის ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას თენგიზ ცერცვაძემ ამ ციტატაზე ისაუბრა, როგორც ნამდვილ ფაქტზე. შალვა რამიშვილმა კი თქვა, რომ რუხაძის მსგავსი განცხადება “ბავშვობის ტრავმების და არარეალიზებულობის ბრალია”

loading...

პოპულარული

"როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს?! როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი" - მელია გოგაშვილის თავდასხმას პასუხობს
"მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედ****ულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?" - სუს-ის ყოფილი უფროსი ანზორ მელიას და ქართველ ექიმებს თავს ესმის
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
დაწერე კომენტარი