(ვიდეო)ზვიად კუპრავას ნათესავს, სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ გული წაუვიდა

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ კუპრავას ნათესავ ქალბატონს გული წაუვიდა – ვიდეო კადრები ჩვენმა კორესპონდენტმა შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში მოგვაწოდა.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
"თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი..." "მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ" - 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა (უმძიმესი ფოტოები საქმის მასალებიდან)
დაწერე კომენტარი