(ვიდეო)ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის ვაჟი რეპერია – „მუსიკა არჩევნების თემაზე დავწერე…“

ოქუაშვილი

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისა და პოლიტიკოსის, ნატო ჩხეიძის ვაჟი, გიორგი ოქუაშვილი, რომელიც ჰიპ-ჰოპში ფსევდონიმით Geo Oku წერს სიმღერებს, 14 წლიდან დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში ცხოვრობს და იქ სწავლობს. გიორგიმ ინტერიერის დიზაინის სპეციალობა აირჩია, თუმცა პარალელურად, მუსიკალური კარიერის აწყობას ცდილობს. მისი ჟანრი ჰიპ-ჰოპია. ბავშვობიდან კალათბურთზე დადის და იქ გაიცნო თავისი თანატოლები, რომლებსაც ასევე მოსწონდათ რეპის ჟანრი და თავადაც წერდნენ სიმღერებს.

გიორგი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ამსტერდამში ჩაფრინდა, სადაც თავისი რეჟისურით პირველი ვიდეორგოლი გადაიღო. სწორედ იქ ლეგალურად გასინჯა პირველი ნარკოტიკული საშუალება Gelato-41 – „თავისუფლებასა და ლონდონსა და ამსტერდამზე ვრეპავდი, ის მოსაწევიც მომეწონა, მაგრამ თანატოლებს ვურჩევ, რომ შემოქმედებითი გზა სხვანაირად მონახონ და გართობის სხვა საშუალებებიც არსებობს, რითაც არც შენ დაზიანდები და არც ახლობლებს დააზიანებ“.

რეპერი ნიუ იორკშიც გახლდათ, ერთ-ერთ სტუდიაში Premier Recording, სადაც ცნობილი რეპერები წერენ თავიანთ ნამუშევრებს, იქ ერთ-ერთი სიმღერა „Lifestyle“ ჩაწერა. გიორგის ასევე ჩანაწერები აქვს გაკეთებული შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში, სხვადასხვა მუსიკალურ სტუდიაში.

„შარშან, ზაფხულში, ვმონაწილეობდი დედაჩემის, ნატო ჩხეიძის საარჩევნო კამპანიაში, როცა დავწერე მუსიკა არჩევნების თემაზე.

მას შემდეგ გადავწყვიტე, გავაკეთო სოლოპროექტი და რამდენიმე სიმღერა დავწერე კიდეც, რომელსაც მალე ჩავწერ და გამოვუშვებ ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე…“, აღნიშნავს რეპერი.

“ფორტუნა”

დაწერე კომენტარი