(ვიდეო)”ვის ვეპრანჭებით, საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა” – ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ზომები უნდა გამკაცრდეს

ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია პრემიერის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ მარნეულში კარანტინი ძალიან დაგვიანდა.

მისი თქმით, ამ ზომების მისაღებად მთავრობას 10 საათი დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში მომიჯნავე რაიონებიდან უამრაი ადამიანი შევიდოდა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ უნდა იყოს სიმკაცრე ქვეყანნაში და საგანგებო მდგომარეობა უნდა ჰგავდეს საგანგებო მდგომარეობას.

“დააგვიანეს მთელი 10 საათით. გამოვლინდა ქალბატონი, კორონავირუსით. 12 საათი იყო მთელმა ქვეყანამ რომ გაიგო. ამ ზომების მისაღებად  დასჭირდათ 10 საათი. ამ ხნის განმავლობაში წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი შევიდოდა და გამოვიდოდა მომიჯნავე რაიონებიდან. უნდა აიკრძალოს თავყრილობები, მხოლოდ სიმკაცრე და თვითპრევენცია გადაგვარჩენს. ღმერთმა დაგვიფაროს 500 ან 600 ადამიანს რომ აღმოაჩნდეს ვირუსი, ექიმს ვეღარ გამოვიძახებთ ოჯახებს, ექიმი არ გვეყოფა. ვის ვეპრანჭებით, საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა. 10 კაცზე მეტის შეკრება უნდა აიკრძალოს ყველგან” – განაცხადა მელიამ.

loading...

პოპულარული

"როგორ შეიძლება ექიმი რომელიმე პარტიას მიეკუთვნებოდეს?! როგორ შეიძლება მე, როგორც ექიმმა გავარჩიო პოლიტიკური ნიშნით პაციენტი" - მელია გოგაშვილის თავდასხმას პასუხობს
"მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედ****ულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?" - სუს-ის ყოფილი უფროსი ანზორ მელიას და ქართველ ექიმებს თავს ესმის
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
დაწერე კომენტარი