(ვიდეი) უხერხული მომენტი პირდაპირ ეთერში – ნატო ჩხეიძეს ინგა გრიგოლიას კითხვა დაავიწყდა

ნატო ჩხეიძე

„ტვ პირველზე“ გადაცემა „პოლიტიკურ პარასკევში“ გაერთიანებული ოპოზიციიდან ხაშურის, ქარელისა და გორის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნატო ჩხეიძის სტუმრობისას პირდაპირ ეთერში უხერხული სიტუაცია შეიქმნა.

გადაცემის მიმდინარეობისას დეპუტატობის კანდიდატს ინგა გრიგოლიას მიერ დასმული კითხვა დაავიწყდა და წამყვანს კითხვის გამეორება მოსთხოვა.

​ფაქტზე უკმაყოფილება გამოთქვა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ ეთერში საარჩევნო გეგმებზე და გამარჯვებაზე სალაპარაკოდ მოდის, ჟურნალისტის კითხვა არ უნდა ავიწყდებოდეს.

დაწერე კომენტარი