„ვთხოვდი თავი დაენებებინათ მისთვის და წამოსულიყვნენ თუმცა…“ – შაქარაშვილის საქმის რამდენიმე მოწმის ჩვენება გასაჯაროვდა 

გიორგი შაქარაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული რამდენიმე მოწმის ჩვენება გასაჯაროვდა.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებით ირკვევა, თუ რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი მცხეთაში გზატკეცილის ეპიზოდში.

„ისინი ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვზდევდნენ უკან და გვეძახდნენ გაჩერდით სად გარბიხართო და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები. გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ არ ვიცი, რადგან იყო ღამე.

მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვზდევდნენ გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თან გვაგინებდნენ“, – წერს ვახტანგ ახვლედიანი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში .

გზატკეცილზე მომხდარ ინციდენტზე უყვება გამოძიებას, საქმის მეორე მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე:

„როდესაც შენობიდან გადავიხედე ინციდენტის ადგილას სადაც მანქანა იყო გაჩერებული დავინახე ორი ბიჭი. რა დროსაც მოვიდა მეორე ავტომანქანა, სავარაუდოდ მერსედესის მარკის. ვინაიდან იყო 20 მეტრი და მაშორებდა სიბნელე ზუსტად ვერ გავერკვიე მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი საიდანაც გადმოვიდა სამი ბიჭი, რომელებმაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს ადგილზე მყოფ ორ ბიჭს. აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და თან აგინებდნენ“, – აცხადებს ბრეგვაძე. .

ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილის ჩვენების მიხედვით კი ირკვევა, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა გზატკეცილზე მომხდარ დაპირისპირებაში. თავად ტატიაშვილი აცხადებს, რომ ჩხუბში არ მონაწილეობდა და ვითარების განმუხტვას ცდილობდა.

„მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ კარები და გადმოსულიყვნენ. რაზეც იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა. როდესაც მანქანა გავაჩერე ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ, ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩვენთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით. რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში. რა დროსაც ჩვენს წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ. რომელსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს. რომელსაც ჩემი ყველა თანმხლები პირი ურტყამდა.

მე მათ ვთხოვდი თავი დაენებებინათ მისთვის და წამოსულიყვნენ თუმცა ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემ მგზავრებს გიორგი შერმადინს და ლაშა მერაბიშვილს მოვატყუე რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ჩემი კლასელები ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ქანაშვილი რომლის სახელიც არ ვიცი და ასევე ჩემთვის უცნობი სრული აღნაგობის პიროვნება და ნ.ც ჩასხდნენ ჩემს მანქანაში და ყველა ერთად წავედით თბილისში“, – წერს ჩვენებაში ტატიაშვილი. .

დღეს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატებმა მცხეთა-მთიანეთის სასამართლოში აღკვეთი ღონისძიება გაასაჩივრეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან საქმეში ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი