„ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა, ხომ დამტკიცდა, რომ ტყუილად ატარეს პროკურატურასა და სასამართლოში, აბრალეს ყველანაირი საზიზღრობა”-გრიგოლია განაჩენზე

გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენის გამოცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცოდა, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოჰყვებოდა მათ დაჭერას და ხანდაზმულობის ვადის გამო, მათი სასჯელისგან გათავისუფლების მოტივი, სწორედ, საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება.

„ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა. ხომ დამტკიცდა, რომ სამი წელი ტყუილად ატარეს პროკურატურასა და სასამართლოში, აბრალეს ყველანაირი საზიზღრობა!

ვითომ საქმის ხანდაზმულობის გამო აღარ ვიჭერთო, გადასარევად იცოდა ხელისუფლებამ, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოყვებოდა დაჭერას და ასე გამოძვრა. და მოსამართლე რომ ნაწერს ვერ კითხულობდა რაღარც მომენტში?“ – წერს ინგა გრიგოლია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი