ვერ მოვახერხე ჩასვლა, ხვალ ან ზეგ ჩავალ – გორის მაჟორიტარი გუგუტიანთკარზე

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გუგუტიანთკარში ხვალ ან ზეგ ჩავა. ამის შესახებ დეპუტატმა Qartli.ge-ს განუცხადა. 

„ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, ძალიან ცუდია, მე არ ვყოფილვარ სოფელში, ვერ მოვახერხე ჩასვლა. ორი დღეა, გამოსული ვარ გორიდან, ჯერ გურიაში ვიყავი, შემდეგ ზუგდიდში და ვერ ჩავედი. ვაპირებ აუცილებლად ჩავიდე და ადგილზე გავეცნო ვითარებას. ხვალ ან ზეგ ჩავალ. არ დაწეროთ, რომ მოუცლელობის გამო ვერ ჩავედი ან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არ არსებობს“,- აცხადებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო მაკრახიძე.

შეგახსენებთ, რომ გუგუტიანთკარში ჩაუსვლელობის მიზეზად შვებულება დაასახელა დღეს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. გორის მერი შვებულებას გონიოში ატარებს და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი