“რაო ბატონო გუბაზ, ვერ იშოვნეთ მილიონი და გაბრაზდით?”

გუბაზ სანიკიძე

ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

შავი ჩაი ასკილით

რაო ბატონო გუბაზ, ვერ იშოვნეთ მილიონი და გაბრაზდით? ყველას კარგად გვახსოვს თქვენი კომენტარები ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილზე 2012 წლამდე და იმ პერიოდში, სანამ კოალიციაში ბრძანდებოდით, თუ ასე გვექცეოდა თავზე  ქვეყანა, თუ არავინ გისმენდათ ხელისუფლებიდან, გამოსულიყავით მედიით, გეყვირათ, დემონსტრაციულად დაგეტოვებინათ თანამდებობა და ასე მაინც გექნებოდათ პოლიტიკური ავტორიტეტი. მას შემდეგ დაიწყეთ ლანძღვა-გინება, რაც კოალიციიდან გაგიშვეს და იმის მტკიცება, რომ გაშვებამდე თავად აპირებდით წასვლას. ეს ზღაპრები შეგიძლიათ მეზობლის ბავშვებს მოუყვეთ თქვენც და რამდენიმე თქვენმა თანამოაზრემაც, რომლებისთვისაც ბიძინა ივანიშვილით იწყებოდა დღე და ასევე ღამდებოდა.

ის ჩანაწერიც კარგად გვახსოვს, მილიონი უნდა ვიშოვოო, თუმცა მედიის წარმომადგენლები როგორც კი გახსენებდნენ ამ თემას ცეცხლებს ყრიდით და თავს არიდებდით პასუხის გაცემას, ეს ჩემ პირად სივრცეში შემოჭრააო, ამ სულელური არგუმენტით ცდილობდით თავის არიდებას იმ სამარცხვინო სიტყვებზე, რაც ყველამ მოვისმინეთ.

ისე, ერთი დიდი შეცდომა ის იყო, რომ ამ ჩანაწერის მოსმენისთანავე უნდა გაგმიჯვნოდათ ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვითარება იყო ისეთი, სხვა გზა არ იყო და თქვენც ამით ისარგებლეთ”.

loading…

პოპულარული

“ჩაჩავას”, "იაშვილის", "ღუდუშაურის" და "იმედის" სამშობიაროები დაჯარიმდა - 5 კლინიკას სტატუსი შეუჩერდა
11 წლის გოგონას 20-მდე მამაკაცი 7 თვის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა - შემზარავი შემთხვევა ინდოეთში
მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა (ფოტოები)
"ხვალ იყავით ყველაფრისთვის მზად" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
დაწერე კომენტარი