“ვერ ისწავლეთ , რომ ამას არ პატიობენ და არ ითმენენ! რომელ საუკუნეში ხართ და რამ დაგაბნელათ ასე …” – ეკა ბესელია “ოცნებას”

ბესელია ღარიბაშილი

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია ქართულ ოცნებას მიმართავს:

“ცუდად დაასრულებთ ქართული ოცნება / Georgian Dream

იმაზე უფრო ცუდად ვიდრე წინამორბედი …

უფრო ცუდად იმიტომაც, რომ ეს უკვე გავიარეთ ყველამ ვინც ვიბრძოლეთ წინა უსამართლო ხელისუფლების შესაცვლელად და არავინ მოითმენს იგივე უმსგავსობას და უკანონობას !

ვერ ისწავლეთ , რომ ამას არ პატიობენ და არ ითმენენ!

თქვენ გადაასწარით ამ სისაძაგლეში წინა რეჟიმსაც ქართულო ოცნებავ!!!

ან რა სიმდაბლეა უთვალთვალო ყველას და ყველაფერს , წერო და კინძო , ამით იყო დაკავებული მთელი სისტემა … რომელ საუკუნეში ხართ და რამ დაგაბნელათ ასე ….

ვინც ამას ამართლებთ და თვალს ხუჭავთ, მერე ამაყად დაწერთ , რომ უნდა აირჩიოთ ეს უღირსი ხელისუფლება – ჩემთვის ერთნაირები ხართ!!!”

რეკლამა

დაწერე კომენტარი