“ვერ გაიგეს რომ ფილტვებიდან მოდიოდა სიცხე” – 9 თვის ბავშვის დედა ექიმებს ამხელს

გორის რაიონში 9 თვის ბავშვის გარდაცვალების დეტალები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. მშობლები H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტს გამორიცხავენ და ექიმების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

ბავშვი ბებიის სახლში, სოფელ ბერბუკში გუშინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, წითელას გართულებული დიაგნოზით ბავშვი ჯერ ყვარლის საავადმყოფოში, 2 კვირის მანძილზე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი გორში მკურნალობდა.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. ბავშვის ცხედარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელშია გადასვენებული.

“გადავიყვანეთ პავლოვზე, ინფექციურში და იქიდან მერე მოხდა ისე რომ ვერ გაიგეს რომ ფილტვებიდან მოდიოდა ეს სიცხე და ესე გაგვწერეს და მოხდა ეს უბედური შემთხვევა”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა, ნინო ჩახვაშვილი.

პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი