“ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ” – რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა “რუსთავი 2”-ელებმა

თენგო გოგოტიშვილი

9 სექ­ტემ­ბერს ეთერ­ში “მთა­ვა­რი არხი” გა­ვი­და. “რუს­თა­ვი 2”-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია “იბე­რი­ას” შე­ნო­ბი­დან მა­უ­წყებ­ლობს და მა­ყუ­რე­ბელს ბევრ სი­ახ­ლეს პირ­დე­ბა.

იმა­ზე, თუ რა გეგ­მე­ბი აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას, რა გა­და­ცე­მე­ბი და რო­მე­ლი სა­ხე­ე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ეთერ­ში AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა, რო­მელ­მაც “რუს­თა­ვი 2”-ში 18-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა ამ ზა­ფხულს, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა და კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ახალ არხზე გა­და­ვი­და.

განაგრძეთ კითხვა

– პო­ლი­ტი­კუ­რად რო­გორ აფა­სებთ არ­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ ამ­ბებს?

– ეს ბი­ძი­ნა-ბო­რის ივა­ნიშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია იყო: ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა, რომ „რუს­თა­ვი 2“-ს გა­ა­ჩუ­მებ­და, ამომ­რჩე­ველს შე­უს­რუ­ლა. არ­ხის გა­ჩუ­მე­ბით არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად კარ­გი ცხოვ­რე­ბა გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯით ვი­ღა­ცებს გული მო­ფხა­ნა, რა­ზეც დიდ­ხანს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა.

თავი მოჭ­რა მთელს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, მათ შო­რის, სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­პულ­საც, ძა­ლი­ან მი­ჭირს იმის მტკი­ცე­ბა, რომ ევ­რო­პა­ში რამე ჩა­ა­წყო, მაგ­რამ თუ შე­დე­გით ვიმ­სჯე­ლებთ, ამა­ში ლო­გი­კა არის, რომ ვი­ღაც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი და­ეხ­მა­რა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში, თუნ­დაც იმის გამო, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­წე­რა იმ მეშ­ვი­დე მო­სა­მარ­თლემ. ნუთუ მე ვარ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში ხე­დავს და არა უბ­რა­ლოდ, ქო­ნებ­რი­ვი და­ვის?

– რას პირ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს “მთა­ვა­რი”?

– რაც ნამ­დვი­ლად ვიცი, გული მიგ­რძნობს, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მაძ­ლევს ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას: ეს იქ­ნე­ბა მებ­რძო­ლი არხი, რად­გა­ნაც სხვა შან­სი აღარ დარ­ჩა. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ უნდა გახ­დეს და არც გახ­დე­ბა, მაგ­რამ ის აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.

“რუს­თა­ვი 2”-ის და­ხურ­ვით და ახა­ლი არ­ხის შექ­მნით ვი­ღაც შუ­ა­შის­ტე­ბი (ასე რომ ეძა­ხი­ან სა­კუ­თარ თა­ვებს) მო­რალ­ზე რომ ლა­პა­რა­კო­ბენ, მათ და­კარ­გეს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, თქვან, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ამ შუ­ა­ლე­დი უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, „ბი­ბი­სის“ სტან­დარ­ტე­ბი და­იც­ვას. ეს ამ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში აღარ გა­მო­ვა. ახა­ლი შექ­მნი­ლი ტე­ლე­ვი­ზია ვე­ღარ იქ­ნე­ბა ავ­სტრი­უ­ლი თუ ბრი­ტა­ნუ­ლი სტან­დარ­ტის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვი­თა­რე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვიდ­რე აქ.

მოკ­ლედ, ეს მებ­რძო­ლი არხი ვი­ღა­ცას მო­ე­წო­ნე­ბა და ვი­ღა­ცას – არა. გა­მოჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ვი­ზია „რუს­თა­ვი 2“ იყო ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა.

– გარ­და იმი­სა, რომ „მთა­ვარს“ “ვა­ნოს შოუ” ექ­ნე­ბა, სხვა გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ზე უარი თქვა?

– თუ არ ვცდე­ბი, „რუს­თა­ვი 2“-ზე მუ­შა­ობ­და 860 ადა­მი­ა­ნი. ახლა „მთა­ვარ­ზე“ მუ­შა­ობს 250 – სხვა­ო­ბა ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს შო­რის დი­დია. გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბი­დან “ვა­ნოს შოუ” იქ­ნე­ბა, ასე­ვე გავა ნიკა გრი­გო­ლი­ა­სა და ილო ბე­როშ­ვი­ლის შოუც. შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, შუ­ა­ღა­მე, დი­ლის გა­და­ცე­მა ნელ-ნელა და­ე­მა­ტე­ბა.

იქ­ნე­ბა “მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი” – ზუს­ტად ვიცი, რომ ეს გეგ­მა არ­სე­ბობს. ნიკა გვა­რა­მი­ას ძა­ლი­ან უნდა, რომ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ ისევ გა­ვი­დეს, ეს მისი პრო­ექ­ტია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ჯერ გა­სარ­თო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა, რა­საც უმე­ტე­სად პო­ლი­ტი­კა ჩა­ა­ნაც­ვლებს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სი.

– ამ მცი­რე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით რამ­დე­ნად შეძ­ლებს არხი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას? ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მცი­რე ფარ­თში, სა­დაც ახლა ხართ გან­თავ­სე­ბუ­ლი, არ გი­ჭირთ მუ­შა­ო­ბა?

– სივ­რცე და ფარ­თი გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რაა, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ. თუ სივ­რცე არ გვე­ყო­ფა, ჩვენ უნდა ვე­ყოთ ამ სივ­რცეს, ხელ­ფა­სი­ვით. რა­ღაც უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რად­გან არას­ტან­დარ­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ. 20 დღე­ში ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ამო­ქოქ­ვა ახა­ლი სა­ხე­ლით, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით.

ის გვეხ­მა­რე­ბა, რომ ე.წ. პრო­ბე­ბი არა­ვის აქვს გა­სავ­ლე­ლი, არც მე­ტყვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და კადრში არა­ვინ გვა­ფა­სებს, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით. მოკ­ლედ, ხელი იმა­ში შეგ­ვე­წყო, რომ არა­ვის სწავ­ლა­ში რე­სურ­სე­ბი და დრო არ და­ი­ხარ­ჯა. ხალ­ხიც არ დაგ­ვი­მა­ტე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბის და­მა­ტე­ბა მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ პირ­ველ დღე­ებ­ში ეთერ­ში გა­სას­ვლე­ლად ეს არ გვჭირ­დე­ბა.

– P.S – ეს არის გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც წლე­ბი შე­ა­ლი­ეთ. “პოსტსკრიპ­ტუ­მის” გუნ­დი ერ­თად წა­მოხ­ვე­დით “რუს­თა­ვი 2”-დან, რი­თაც გუნ­დუ­რო­ბა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა აჩ­ვე­ნეთ… რა იყო ეს გა­და­ცე­მა თქვენ­თვის?

– უხე­შად რომ ვთქვა, P.S.-ში ბევ­რი მაქვს ჩა­თხლე­ში­ლი… ზუს­ტად არ მახ­სოვს, ალ­ბათ 15 წელი, მა­ნამ­დე „კუ­რი­ერ­ში“ ვი­ყა­ვი, მერე პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი „პ.ს“-ში, ბო­ლოს კი უკვე მთლი­ა­ნად… ჩემ­თვის ეს პე­რი­ო­დი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.

ოფლი და სის­ხლი მაქვს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ჩაღ­ვრი­ლი – ერთხელ, 2004 წელს, კეხვში, ჯერ კი­დევ ჩვე­ნი რომ იყო, ავ­ფეთ­ქდი… ალ­ბათ ეს ეტა­პი ოდეს­ღაც უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, მე­გო­ნა, პენ­სი­ა­ზე იქი­დან გა­ვი­დო­დი… სა­კუ­თა­რი შრო­მა, რაც ამ გა­და­ცე­მა­ში ჩა­ი­დო, მე­ნა­ნე­ბა.

ბოლო დღე P.S-ში და კა­რებ­ზე თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რა

გუნ­დი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ერთ აზ­რზე არ ვართ ყო­ველ­თვის. ხან­და­ხან საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვჭამთ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს. ასე ერ­თობ­ლი­ვად რომ არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, გა­მო­ვი­დო­და, რომ სა­კუ­თა­რი ბო­დი­ში და გა­და­ფურ­თხე­ბუ­ლი ავ­ლო­კეთ. ამის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, ეს გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რო­დე­საც 18 ივ­ლისს ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა „რუს­თა­ვი 2“ გა­და­ი­ფორ­მა და დაგვპირ­და, სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და და არ­ხი­დან მხო­ლოდ ნიკა გვა­რა­მია გა­უშ­ვეს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­ვად­გი­ნეთ გან­ცხა­დე­ბა (ტექსტს მე და თეა ადე­იშ­ვი­ლი ვკარ­ნა­ხობ­დით) ალ­ბათ უფრო მე­მო­რან­დუ­მი, ულ­ტი­მა­ტუ­მი იყო: სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ არ შე­იც­ვა­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, წამ­ყვა­ნე­ბი, არ მოხ­დეს ხელ­ფა­სე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა (ვერ გა­და­გიხ­დი, ამი­ტომ გა­ი­ძუ­ლებ, წახ­ვი­დე). სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ სა­მი­ვე პი­რო­ბა და­ირ­ღვა. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სიც გა­უშ­ვეს, წამ­ყვა­ნე­ბიც, მათ შო­რის, ჩვე­ნი წამ­ყვა­ნიც და ხელ­ფა­სე­ბის თე­მაც ჰა­ერ­შია.

– P.S-ის სა­ნაც­ვლოდ მა­ყუ­რე­ბელს რას სთა­ვა­ზობთ?

– ჩვენს გა­და­ცე­მას ერ­ქმე­ვა „პოსტ ფაქ­ტუ­მი“ – ეს სა­ხე­ლი რო­გორც ვიცი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ნინო ნა­კა­ში­ძემ მო­ი­ფიქ­რა. ვერც ერთი გა­და­ცე­მის ძვე­ლი სა­ხე­ლი ვერ წა­მო­ვი­ღეთ. რო­გორც იუ­რის­ტებ­მა თქვეს, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მგო­ნია, მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გვექ­ნე­ბო­და წა­მოგ­ვე­ღო. მოკ­ლედ, გვინ­და, ამ კვი­რის ბო­ლოს გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დეს. მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბა და არ გვინ­და, გა­ვაწ­ბი­ლოთ მათი მო­ლო­დი­ნი.

პრინ­ციპ­ში ისე­თი­ვე პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ბოლო წლებ­ში იყო, იმი­ტომ, რომ იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ მას­ზე, ოპე­რა­ტო­რე­ბიც კი ჩვე­ნე­ბი არი­ან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი – იგი­ვე პრო­დუქ­ტი გა­მო­ვა, რად­გა­ნაც მე­პუ­რეს თუ არ ცვლი, გა­მომ­ცხვა­რი პუ­რიც იგი­ვე იქ­ნე­ბა.

გან­სხვა­ვე­ბა კონ­კუ­რენტ პროგ­რა­მებ­თან, რომ­ლე­ბიც სხვა არ­ხებ­ზეა, იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი ხა­ნია, რამ­დენ­ჯერ ნაკ­ლე­ბი ფუ­ლით ვა­კე­თებ­დით. ჩვენ­თვის უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სი­უ­ჟე­ტე­ბის­თვის „რუს­თა­ვი 2“-ის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო, ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან გარ­თულ­და ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იქ­ნე­ბა შიდა პო­ლი­ტი­კა­ზე და მა­ყუ­რე­ბე­ლი იგი­ვე ხალ­ხის იგი­ვე პრო­დუქტს იხი­ლავს, უბ­რა­ლოდ, სხვა სა­ხელ­წო­დე­ბით მი­წო­დე­ბულს.

ambebi.ge

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი