“ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს ჩაატარებს… რაც მოხდება, პოლიციის ბრალი იქნება” – მამა ელიზბარი

„რას იცავთ კაცო, დღეს ეს ქუჩა ეკუთვნით მართლმადიდებლებს. რაც მოხდება, პოლიციის ბრალი იქნება,“- ასე მიმართა სამართალდამცველებს დეკანოზმა ელიზბარმა, რომელიც ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ იმყოფება.

შავი ჩაი ასკილით

მამა ელიზბარის თქმით, ამაღლების დღესასწაულზე ლგბტ თემის მხარდამჭერებს აქციის გამართვის უფლებას არ მისცემენ. 19:00 საათისთვის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.

„ეს ქუჩა 12 საათამდე ეკუთვნის ეკლესიას, ქრისტიანულ დღესასწაულს. ვინც ჩამოვა, აქ საპასუხო პასუხს მიიღებს… ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს, დღეს არის მართლმადიდებლების ზეიმი, 12 საათამდე ვერავინ ვერაფერს ჩაატარებს, 12 საათის შემდეგ რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ…ის არასამთავრობოები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანებს, პროვოკაციაში ჩაერთონ, ესენი უნდა დაისაჯონ. აქ თუ ვინმე მართლმადიდებელს დაიჭერენ, პასუხს აგებენ არატრადიციული მიმდევრების ადამიანები და არასამთავრობოები, რომლებიც წააქეზებენ იმ ერთმუჭა ხალხს, რომელთაც არ ვერჩით, არცერთი მართლმადიდებელი არ ვერჩით არავის, წავიდნენ სადაც უნდათ, იქეიფონ, იზეიმონ, თუნდაც, მთაწმინდაზე, ეს ქუჩა დღეს მართლმადიდებლობას ეკუთვნის,“- განაცხადა მამა ელიზბარმა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
ფიზიკური ანგარიშსწორება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულბისას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ“ - თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება
"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩევლებს აუზში ხვდება (ფოტო)
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი