ვერსალის სასახლეში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო(ვიდეო)

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ვერსალში მდებარე დიდი ტრიანონის სასახლეში იმყოფებიან, სადაც 1717 წელს პეტრე I-ის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებული გამოფენა იმართება.

ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში ფრანგი კოლეგის მიწვევით იმყოფება.

კრემლის ინფორმაციით, მაღალი დონის მოლაპარაკებებზე რუსეთ-საფრანგეთს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით ისაუბრებენ.

შეხვედრის შემდეგ ორი ქყეყნის ლიდერი პრესკონფერენციას გამართავს.

დაწერე კომენტარი