ვენეციის კომისიას ვერ ექნება სამართლებრივი შენიშვნები,შეიძლება მხოლოდ რეკომენდაციები ჰქონდეს- გია ვოლსკი

გია ვოლსკი

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის ინიცირება  დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ არგუმენტებზე, რაც მათი მტკიცებით, კონსტიტუციის პროექტის არსებული ვარიანტის მართებულობას ადასტურებს.

ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისას, მთავარი განმაპირობებელი საკითხი სახელმწიფოს ინტერესები და სტაბილურობა იყო, რომელსაც მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტი უზრუნველყოფს.

“ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შენიშვნები. შეიძლება რეკომენდაცია ჰქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი არის სტაბილურობა და სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც ამ სტაბილურობას უკავშირდება და ამ სტაბილურობაზე უნდა განვითარდეს. ასე რომ, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნია ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, მაგრამ ვფიქრობ, აქ უმრავლესობის პოზიცია მართებულია,“ – განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ

პოპულარული

როგორ გამოიყურებიან პლანეტის საოცრებად აღიარებული გოგონას, ქენდის სვეინფულის შვილები (ფოტო)
კონგრესმენის უმწვავესი წერილი გახარიას: "საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან"
მოკლე კაბა და მოშიშვლებული მკერდი - ლიზა ქისტაურის ახალი შთამბეჭდავი ფოტო
ავარია ქუთაისის აეროპორტთან - დაღუპულია ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი
დაწერე კომენტარი