ჭიათურაში, ვენახში დამწვარი ბიჭის გარდაცვალებაზე ახალი დეტალებია ცნობილი

ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მეზობლის ვენახში დამწვარი ნახეს.

ახალგაზრდას მეზობლები ამბობენ, რომ ბიჭს თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით კი ვენახში გარდაცვლილი იპოვეს.

,,მეზობლის კაცმა დაინახა, რომ ძაღლს ადამიანის კიდური მოჰქონდა. დაიწყეს ადგილების დათვალიერება და მიაგნეს ცოველებისგან ნახევრად შეჭმულ ცხედარს. მორწმუნე ბიჭი იყო, რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არავინ იცის. კონფლიქტი არავისთან ჰქონია”- ამბობენ მეზობლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდამ ჭიათურაში ბოთლით საწვავი შეიძინა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია, სახლთან იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. ოჯახმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ასევე, დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია ამის შემდეგ გაირკვევა.

პოპულარული

სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება - მოძრაობა "შეცვალე" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანს გამართავს
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს: მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს
„ეს არის თქვენი ერთიანი პროვოკაცია“ - მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ უცხო პირები „შევინარჩუნოთ სიცოცხლის" მითითებებით მოქმედებდნენ
თხის რქის პერიოდი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
ივანიშვილის შეტევა პატრიარქზე - "ოცნების" დეპუტატმა უმრავლესობა სკანდალური განცხადებით დატოვა
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საფრანგეთში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება - ოჯახი კახა შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს
დაწერე კომენტარი