ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო

მიხეილ სააკაშვილი

„ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანაუნდა გადავარჩინო“, – ამის შესახებ საქართველოსყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოცემაНовое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები არჩევნების ფალსიფიცირების უფლებას არავის მისცემენ.

„როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, – აღნიშნასაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ამავე ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოვლენებსაც შეეხო უკრაინაში დაბრუნებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, როგორც კი პეტრო პოროშენკო წავა, ის სასამართლოს გზით, უკრაინის მოქალაქეობას აღიდგენს.

„რა თქმა უნდა, მე დავბრუნდები უკრაინაში. როგორც კი პოროშენკო წავა და მე აღვადგენ ჩემს მოქალაქეობას სასამართლოს გზით, მე დავბრუნდები უკრაინაში. ჩემთან მიმართებაში ყველაფერი დაარღვიეს და მივაღწევ იმას, რომ ვინც ჩემთან მიმართებაში ეს დარღვევები ჩაიდინა, კანონით დადგენილი წესით აგონ პასუხი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმაპრეზიდენტმა.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი