ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას -ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა.

„დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს.

მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანა კრიმინალების მიერ იმართება.

„ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რო გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რუსთაველის გამზირზეშვილმკვდარ მამებთან დღეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მივიდა.

„დაადასტურა, რომ შალვა თათუხაშვილი ამ ე.წ. ხელისუფლების მიერ არის მოკლული და დაადასტურა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს კონსტიტუცია, ჩვენ აღარ გვაქვს კანონმდებლობა, ჩვენ აღარ გვყავს სახელმწიფო და ჩვენ 6 წელიწადია არ გვყოლია ხელისუფლება, რადგან მის მაგივრად საქართველოს მართავს კრიმინალური, შეიარაღებული დაჯგუფებები,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

loading...

პოპულარული

სასტიკი მკვლელობა გუდაურში - საქმის უმძიმესი ვიდეომტკიებულება
სასტიკი მკვლელობა გუდაურში - დაკავებული ყოფილი სამხედროა
"არაბმა შეიხმა, იბიცაზე, ჩემში 60 მილიონი გადაიხადა - ყველაზე ძვირადღირებული ესკორტი ვიყავი, ამას არ ვმალავ..." - ლელა მიქელაძე
ოცნების მაღალჩინოსნის დედის კომპანიამ 105 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
დაწერე კომენტარი