„ვებრძვი ეკლესიაში შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს“ – ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ილია მეორეს თითქმის ოთხი ათეული წლის წინ ეს წერილი გაუგზავნა, რომელიც ეროვნულ არქივში ახლაც ინახება:

„სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ “მიტროპოლიტ გაიოზთან”) და არა სხვა რაიმე ინტერესით.

ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია.

1980.6.III.

P.S. საერთოდ მე ვფიქრობ, ჩვენს ეკლესიაში აღსდგეს საეკლესიო სასამართლო, რომელიც არსებობდა ლეონიდე კათალიკოსის დროსაც და საერთოდ, ოციან წლებშიც. საერო მთავრობა, მე მგონი, ამის წინააღმდეგ არ წავა, ვინაიდან ეკლესია ოფიციალურად ფლობს ამ უფლებას. ეს სასამართლო სასწრაფოდ უნდა შეიქმნას, რაც ბოლოს მოუღებს მითქმა-მოთქმას“, – წერდა ზვიად გამსახურდია.

პრაიმტაიმი

დაწერე კომენტარი