„ვახ, რა შარში ვარ!“ – ახდენილი „წინასწარმეტყველება“ და წაგებული „სანაძლეო“

ინგა

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს.

ივანიშვილიეს ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს იწინასწარმეტყველა დავით ჭიჭნაძემ, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბრისას.

ახლა გრიგოლია, სოციალურ ქსელში, აზიარებს ვიდეოს და წერს:

„ჭიჭისთან წამიგია ნიძლავი, ვახ, რა შარში ვარ”

დაწერე კომენტარი