ვაშაძე “ქართულ ოცნებას”: “დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს… კინწისკვრით გაგყრიან”

გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  რომ არჩევნები არ შედგეს.

„საქართველოში პარლამენტარიზმი დამთავრდა, დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ერთი კვირა ატარებდნენ კვლევებს და მშვენივრად იციან, რომ კატასტროფული მარცხი ელოდათ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნები არ შედგეს. გუშინდელი დადგმული უნიჭო სპექტაკლის, არის საქართველოში ადამიანი, რომელსაც სჯერა? ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყვეტილებაო, იგივეა რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს მისი ჰალსტუხები და ფეხსაცმელები აუჯანყდნენ.

სასაცილოა რა განმარტებებიც მოვისმინეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა ამის მიღებაო. თქვენ ნორმალურები ხართ? რომ იკრიბებით და ამ მესიჯბოქსებს ალაგებთ, ისე მაინც დაალაგეთ, რომ ხალხი სიცილით არ მოკვდეს, მაგრამ ხალხი რომ სიცილს იწყებს თქვენზე, მაგის გეშინოდეთ, კინწისკვრით გაგყრიან”- აცხადებს ვაშაძე.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი