“ვაფრთხილებდი და არ დამიჯერეს, არც შალვამ, არც აჩიკომ, არც სპეცოპერაცია… ვიზიარებ მწუხარებას!”

გენერალი გოგი თათუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ვაფრთხილებდი და არ დამიჯერეს, არც შალვამ, არც აჩიკომ, არც სპეცოპერაცია ..კოდორი-2007” ის მონაწილე სხვა სპეცრაზმელებმა…კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას!

Tamar Mamageishvili

,,ხვალ 18 ივლისია, დღე როცა აჩიკო მომიკლეს. მინდა ამ დღეს ყველას გასაგონად და ხმამაღლა განვაცხადო რომ ძმა მომიკლეს რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით. არანაირად შეურაცხადი არ არის მკველელი ანთაძე, ძალიან გარკვევით თქვა სასამართლო პროცესზე რომ აჩიკოს მისთვის არაფერი არ დაუშავებია და რა მიზეზით უნდა მომეკლაო? მიზეზი მხოლოდ ერთია, ანთაძე დაქირავებული მკვლელია! კი დასვა ეს კითხვა, მაგრამ რატომღაც არავის მოუნდა ჩაძიებოდა ამ სიტყვებს, რომ რეალური მიზეზი გაეგოთ რატომ მოკლა, ხან რა მოიგონა ხან რა, მაგრამ ერთერთი კი ახლოს იყო, თითქოს სნაიპერმა ესროალო, აჩიკოს ბევრად ძლიერი და სერიოზული მტერი ყავდაო…
როგორც ვიცი ჯერ კიდე 2012 გენერალი გოგი თათუხაშვილი Gogi Tatukhashvili აფრთხილებდა არა მარტო მის შვილს, არამედ ყველა კოდორი 2007 სპეცოპერციის ბიჭებს, მათ შორის ჩემს ძმას რომ ქვეყანა დაეტოვებიათ, დამეთანხმება ალბათ ბატონი გენერალი.
როცა აჩიკომ დაურეკა ბატონ გოგის და შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა, ვიცი რომ გენერალმა მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა- შენ კიდე არ დატოვე ქვეყანა არჩილ? (ბოტონი გოგი თათუხაშვილის შვილი, შალვა თათუხაშვილი კოდორი 2007 წლის სპეცოპერაციის მონაწილე იყო, მოკლეს 2014 ში. )
ბევრი სტატია გამოაქვეყნეს რუსებმა, სადაც ყოველ მოკლულ ქართველ სპეცრაზმელზე ინფორმაციას ავრცელებდა და ულოცავდა რუს ხალხს.
აჩიკოს ფოტორობოტი ჯერ კიდე კოდორი 2007 სპეცოპერაციამდე დიდი ხნით ადრე გამოაქვეყნეს რუსებმა და კიდე უფრო დიდი ხნით ადრე გახდა აჩიკო რუსეთის მტერი. იბრძოდა აფხაზეთში, ოსეთში, უამრავი სპეცოპერაცია აქვს განხორციელებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2005 ში სპეცოპერაციისას რუსებმა ტყვიამფრქვევით მძიმედ დაჭრეს აჩიკო, მაგრამ მისმა თანამებრძოლმა და უახლოესმა მეგობარმა შეძლო მისი გამოყვანა, მხრით ატარა ორმეტრიანი კაცი ოკუპირებულ საზღვრამდე და ასე გადაურჩა მაშინს სიკვდილს, აქ მიზანმიმართულად არ ვწერ ამ სპეცრაზმელის სახელს და გვარს, რადგან არსებობს სიები და დოკუმენტაცია რომ ამ ბიჭების სახელები და გვარები გადაგზავნილია რუსების სპეცსამსახურებზე, ამ დოკუმენტსაც ნახავდით ჩემს გვერდზე. აქვე მინდა ავღნიშნო, სახელები და გვარები იცოდნენ კი არა ამ გმირი ბიჭების ჩვენმა მტერმა, აჩიკოზე ფილმი რომ გადაიღეს ფოტოც კი ვერ მოიძიეს და ფოტორობოტი შექმნეს ჩემი ძმის, იცით რატომ? მაშინ აჩიკო სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და სიებს კი არ მიაწვდიდა ხელისუფლება რუსებს, რუსეთის სპეცაგენტებს კი არ ათარეშობნდბენ ქვეყანაში, არამედ დაცული იყო ყველა ის სპეცრაზმელი ვინც რუსეთის წინაღმდეგ იბრძოდა და რა მოხდა როცა ხელისუფლება შეიცვალა? უმეტესობა ამ ბიჭების სამსახურებიდან გაუშვეს, აჩიკო მაშინ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ერთ ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მერწმუნეთ მართლაც იცავდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. გაინტერესებთ აჩიკოს გათავისუფლების მერე ვინ დანიშნეს ამ თანამდებობაზე? დავით საგანელიძის სიმამრი. (შეგიძლიათ მოიკვლიოთ და შედაროთ, ჩემი ძმის პროფესიონალიზმი და მის ადგილზე იმ დროსითვის დანიშნული პიროვნების). 2012 ში აჩიკო რამოდენიმეჯერ დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, მაგრამ ვერაფერზე ვერ მოედავნენ, ამიტომ მოგვიანებით მე-6 საპყრობილის უფროსის თანამდებობა შესთავაზეს, უთხრეს რომ დროებით მაინც, მანამ მისი პროფესიის შესაბამის ადგილს მოუძებნიდნენ. ზუსტად ვიცი როგორ არ უნდოდა ამ თანამდებობაზე დათანხმება ჩემს ძმას, მაგრამ იძულებული გახდა ( 1 წლის მერე დატოვა ეს თანამდებობა), რადგან ოთხი შვილის მამაა და მიუხედავად იმისა 2013 წელს შემოთავაზება ქონდა ამერიკელებისგან წასულიყო ამერიკაში სადაც სპეციალური მომზადება ჰქონდა გავლილი და უამრავი ჯილდოებით დაბრუნდა.
ვერ დატოვა 4 შვილი, ვერ დატოვა ქვეყანა….
ძალიან ბევრჯერ იყო აჩიკოს დანიშვნის საკითხი, ძალიან ბევრეჯერ დაიბარეს ძალოვან სტრუქტურებში და ყოველ ჯერზე თითქმის გადაწყვეტილება მიღებული რომ იყო, “ზემოდან” ბლოკავდნენ რუსეთის მეგობრები. პირველი ვისაც თვალში არ მოსდიოდა ჩემი ძმა წულუკიანი იყო.
აჩიკოს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ელისო კილაძე იბარებს ჩემს ძმას შეხვედრაზე, ნუ თვითონ როგორც ამტკიცებს ჩემი ძმა თხოვდა შეხვედრას, მერე ჩუმად უღებს ფოტოს და მის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს სურათს, თითქოს აჩიკო სუსის თანამშრიმელი იყო და მას მიუგზავნეს კამერით,( ვერ უარყოფენ ძალოვან სტრუქტში რომ იმ დროს აჩიკო არსად არ მუშაობდა, ნუ კილაძეს წესით ამ ინფორმაციის დეფიციტი არ უნდა ჰქონოდა) ათასი საძაგლობა დაწერა, ათასი ჭორი როგორც ეხერხება, ამაზე აჩიკოს ძალიან გაეცინა, მაგრამ მე ძალიან გავმწარდი და მივწერე, ნუ მისი ასევთქვათ შეურაწყოფა იყო- შე მიშას სტუარდესა როგორ მიბედავო…( ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის შეურაწყოფა, ორ ლარიანი აგენტობით და ყველაფრის კადრებით ფულის კეთება ბევრად მესირცხვილება ვიდრე ბორტგამყოლად მუშაობა). ნუ იმ დროისთვის კილაძისთვის როგორც ჩანს ყველა პროფესია დამაკნინებელი იყო ვისაც როგორმე რაიმე ფორმით და მისი პროფესიით ჰქონია შეხება ყოფილ პრეზიდენთან მიხეილ სააკაშვილთან.
და ბოლოს, ისეთი კაცი მიუგზავნეს მოსაკლავად ვისაც აჩიკოს ფული ემართა, კიდევ განვმარტავ ჩემს ძმას კი არ ქონდა ვინმეს ვალი სხვას ჰქონდა მისი ვალი, მაგრამ ის ვერ გათვალეს რომ ჩემი ძმა კონფლქტში არ შევიდოდა ამის გამო, პირიქით აღსრულების ბიუროში თვითონ შესთავაზა მკვლელ ანთაძეს მისვლა რომ აუქციონზე ვალის გამო არ გაეტანათ სახლი და შეეჩერებინათ აუქციონი, ისიც ვერ გათვალეს რომ აჩიკო მის მეგობართან ერთად მივიდოდა რომელსაც იარაღი ექნებოდა და ასე მარტივად არ მისცემდა მკვლელს გაქცევის საშუალებას, მკვლელი ანთაძე პასპორტით და ფულით მომზადებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა მიმალვის შემთხვევაში.”

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი