“ვაჟიკოს ცოლს ახლა უწევს მშობიარობა, ამოს ცოლი მოჰყავდა” – სვანეთი დაღუპულ ბიჭებს დასტირის

სო­ფელ ბე­ჩო­ში 7 ივ­ნისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 23 წლის ვა­ჟი­კო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და 24 წლის ამო გვი­და­ნი. ვა­ჟი­კოს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე დარ­ჩა. ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ბე­ჩო­ში ამო გვი­და­ნის სა­ცო­ლის სა­ნა­ხა­ვად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.
“მთა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა უყ­ვარ­დათ. ფაქ­ტობ­რი­ვად მათ მთე­ლი სვა­ნე­თი იც­ნობ­და. ის, რაც ახლა სვა­ნეთ­ში ხდე­ბა, ვერ აღვ­წერ. ყვე­ლა ტი­რის ქალი, კაცი… ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. ვა­ჟი­კო ერთი წლის წინ და­ო­ჯახ­და. ძა­ლი­ან თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი ჰქონ­და. ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე დარ­ჩა. ახლა უწევს მშო­ბი­ა­რო­ბა, თბი­ლის­შია ამის გამო წა­სუ­ლი. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი იქ გა­ი­გო.
ტრა­გე­დი­ის დღეს, ამოს სა­ცო­ლის სა­ნა­ხავდ იყ­ვნენ ბე­ჩო­ში წა­სუ­ლე­ბი. მალე და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­და. რო­დე­საც იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, კლდე­ზე გა­მა­ვალ ბი­ლიკ­ზე, უკუ­ნით ღა­მე­ში ძლი­ე­რი წვი­მის და და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო მძღოლ­მა მო­სახ­ვე­ვი ვერ და­ი­ნა­ხა და პირ­და­პირ მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.
იმ ღა­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მშობ­ლებ­მა მათი ძებ­ნა და­ი­წყეს, რად­გან ტე­ლე­ფონ­ზე უკვე ვე­ღარ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე დღეს, შუ­ა­დღის­კენ გა­ი­გეს, რაც მოხ­და. ის, რომ ბი­ჭე­ბი მდი­ნა­რე­ში გა­და­ი­ჩეხ­ნენ, პირ­ვე­ლებ­მა ბე­ჩო­ში მ­ცხოვ­რებ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს. მან­ქა­ნის სა­ნომ­რე ნი­შა­ნი გა­და­ვარ­დნის ად­გი­ლას ეგდო და სწო­რედ ამით მიხ­ვდე­ნენ”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ამბები.ჯი

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი