“ვაჟა გაფრინდაშვილმა გვაჩვენა, რომ მშვიდობა მოჩვენებითია, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში მტერია… მივეჩვიეთ ხალხის გატაცებას” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დაცლაა, მით უმეტეს, ეთნიკური ქართველებისგან. ნებისმიერი კონტაქტი ქართულ სახელმწიფოსთან – იქნება ეს ჯანდაცვის 2009 წელს დაწყებული პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, განურცევლად ეთნოკურობისა, თუ ინდივიდუალური ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ პაციენტის მონახულება – მათ გაცოფებას იწვევს.

მახსოვს ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსების განსაკუთრებული გაღიზიანება იმით, რომ ოკუპირებულ ტერიოტორიებზე მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებსა თუ ოსებს თბილისსა თუ ქუთაისში მკურნალობის საშუალება მივეცით.

ვაჟა გაფრინდაშვილის გმირობა მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებაში კი არ გამოიხატება, არამედ განსაკუთრებით იმაში, რომ სრულიად მარტო დაუპირისპირდა მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილმა გვაჩვენა, რომ მშვიდობა მოჩვენებითია, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში მტერია. ისე მივეჩვიეთ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ხალხის გატაცებას – მით უმეტეს, თუკი თბილისი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს – რომ პროტესტი გრძნობა თითქოს მინავლებულია.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ამ ნაღვერდალს სული შეუბერა.

ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია.

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი