ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს

ვანო ჩხარტიშვილი

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი, პროკურატურისგან გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.

გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან პროკურატურას უკვე მიმართა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ განახორციელა მედიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის უკანონო ჩაწერა და რისთვის, რა მიზნით ინახავდა ზაზა ოქუაშვილი ამ ჩანაწერს წელიწადნახევარი, რას ემსახურება მისი მხრიდან ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო ცილისმწამებული კამპანია, ვინ მფარველობდა მას ხელისუფლებაში და რატომ დაუშვეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ომეგა ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონი ლარის მითვისება. ყოველივე ამას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ,“ – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

პოპულარული

"ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა..." - რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე(ვიდეო)
"ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით...ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ" - რას წერდა ავარიაში დარუპული არჩილ კვაჭაძე მეუღლეს
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ვერ ვასრულებ დანაპირებს და ძალიან ბევრს ვტირი, ბოდიში რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ, მეშინია..." - ოზურგეთში, ავარიისას დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი