
პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და კითხულობს, რას ფიქრობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ვანო მერაბიშვილს “კაცურ-კაცად” მოიხსენიებს.
“ვანო მერაბიშვილი კაცური კაციაო რომ თქვა ივანიშვილმა მაგაზე რას ფიქრობთ ოცნების მხარდამჭერები – ეთანხმებით? ” – წერს ელისაშვილი.