გადავწეროთ “ვეფხისტყაოსანი” – აქციაში ვაკის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. თბილისის საკრებულოს და ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომლობით, “ვეფხისტყაოსნის” 21-ე საუკუნის ხელნაწერის შექმნის პროცესში საკრებულოში მონაწილეობა 4 სკოლის 40 მოსწავლემ მიიღო.
“ვეფხისტყაოსნის” გადაწერა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტფორუმ “ებლიტფოს” მომხმარებელთა ინიციატივით დაიწყო.
რუსთაველის პოემის ერთი სტროფის გადაწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.