ვაკის რაიონში შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოებას. ყიფშიძის ქუჩაზე ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სკვერში საბავშვო მოედნის საფუძველი ეწყობა. გეგმის თანახმად, ტერიტორიაზე დაიგება რბილი საფარი, დამონტაჟდება ახალი საქანელები, სკამები, სანაგვე ურნები, განახლდება ბილიკები, გარდა ამისა, დაირგვება ახალი ხეები და მცენარეები. სკვერში უკვე დამონტაჟდა ახალი ბორდიურები, განათების ბოძები, მოეწყო სარწყავი სისტემა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოედანი.

solva.ge
loading…
გააკეთე კომენტარი!