ვაკის რაიონის მაცხოვრებლებს გამგეობა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას სთავაზობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის მიერ ფინანსდება შემდეგი პროექტები:

cyc

1. შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთება
2. შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთება
3. ლიფტის შეკეთება
4. შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება
5. სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთება
6. ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი
7. ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება
(წითელ ხაზებში მოქცევა)
8. პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია
9. ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა
10. სადარბაზოს შიდა და სადარბაზოს შესასვლელის გადახურვის სარემონტო სამუშაოები, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტი
11. საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენა
12. სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება
13. არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება
14. ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრება, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს
15. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირება
16. ე.წ. ,,თბილისურ ეზოებში“ საერთო სარგებლობის აივნების აღდგენა
17. ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა. ამასთან, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანამონაწილეობის წილი არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;
18. სადარბაზოს შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიოსისტემის ე.წ. ,,დომოფონის” დამონტაჟება
19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პანდუსების, სპეციალური ამწეების და ლიფტების მონტაჟი

რეკლამა

დაწერე კომენტარი