ვაკის რაიონის გამგეობა გაზიფიცირების და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მიზნით მოსახლეობას ფინანსურად ეხმარება

ვაკის რაიონის გამგეობა გაზიფიცირების და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მიზნით მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევას განაგრძობს. საუბარია გაზიფიცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, კერძოდ – დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ცენტრალური ქსელის მიყვანა-მოწყობა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ასევე წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მიყვანა-მოწყობა, ინდივიდუალური წყალმომარაგება.

cyc

დაფინანსების მიღება შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. დახმარება ასევე ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე. გამონაკლისის სახით კი, დაფინანსება შესაძლოა გაიცეს განსაკუთრებულ შემთხვევაში იმ მომხმარებელზე, რომელიც საჭიროებს ასეთი სახის დახმარებას მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დასტურდება გამგეობის საუბნო განყოფილებაში საკითხის შესწავლითა და მის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით.

მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე გამგეობა უფლებამოსილია აანაზღაუროს შესაბამის ტერიტორიაზე გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების პროექტირების, ამ სამუშაოების განხორციელების, საპროექტო და ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზისა და შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯები.

ცნობისთვის, გასულ წელს ვაკის რაიონის გამგეობამ გაზიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 67 700 ლარი გამოყო.

რეკლამა

დაწერე კომენტარი