
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დაიწყო. საერთო საცხოვრებელში, დაახლოებით, 30 ადამიანი ცხოვრობს. მათი სახლის კაპიტალური გამაგრების პროექტის ღირებულება 60 092 ლარია. ამ თანხის 90 % ვაკის რაიონის გამგეობამ, ხოლო 10 % დევნილთა სამინისტრომ დააფინანსა. გამაგრების სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა