„ვაკვირდები ყოველ ზარს იმის იმედად, რომ ვუპასუხებ და შაქარას ხმას ისევ გავიგებ“ – შაქარაშვილის მეგობრის ემოციური მიმართვა

გიორგი შაქარაშვილი

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება თითოეული ადამიანისთვის დიდი ტრაგედიაა. სოციალურ ქსელში მისი მეგობარი გიორგი მამუჩიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და „შაქარას“ იხსენებს.

„გაუსაძლისია სიტუაცია, როცა ვერ აანალიზებ კიდევ რა ხდება, ელოდები და აკვირდები ყოველ ზარს იმის იმედად რომ ვუპასუხებ და შაქარას ხმას ისევ გავიგებ, ნაცნობ ადგილებში სიარულით რომ ისევ საიდანმე გამოჩნდება ან მომწერს ან დამირეკავს, სტადიონზე ყოველი ჩასვლა ასოცირებდა შაქარასთან არ ვიცი ჯერ კიდევ სამწუხაროდ დასაწყისია ეს ყველაფერი“,- წერს შაქარაშვილის მეგობარი.

დაწერე კომენტარი