“ვაი თქვენს პატრონს, რომ გგონიათ , მე რამე გამაჩუმებს!”

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის ფეისბუქ გვერდზე  აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ირაკლი მამალაძეს შანტაჟში ადანაშაულებს:

cyc

,, ადამიანი, რომელიც პროკურატურის კამერას იმაგრებს და მიდის მამაოს ფარულად ჩასაწერად, სუსთან თანამშრომლობს, მე, ნანუკა ჟორჟოლიანს მწერს შენი პირადი ცხოვრება ვიცი და ციტატა მისი შეტყობინებიდან “ჩაიკეტე შენს ნაჭუჭში, ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორემ ეს ამბავი ქალაქს შოკში ჩააგდებს” რა არის?! მაგებინებს ხელისუფლების გაფრთხილებას? რომ ბევრს ვლაპარაკობ? თუ მეუბნება რომ მორჩილი ვიყო?! დარწმუნებული ვარ, რომ სუსის მიერ ვრცელდება ყველა პირადი ინფორმაცია, რომელიც არავინ იცის. უსმენენ და ავრცელებენ. ალბათ ამ პოსტის კითხვის დროს ყველას აინტერესებს რა მაქვს ასეთი, რომ შესაშინებლად იყენებს პროკურატურის მთავარი მოწმე და თქვენ წარმოიდგინეთ არაფერი. 😀 ერთადერთი რაც ძალოვანების ფარულ მეგობარს ვთხოვე სურათის შეცვლა იყო. აშკარად ხარისხი არ უვარგოდა. დიახ, ამ ქვეყანაში პროკურატურის მთავარი მოწმე, ბედავს მე, ჟურნალისტს ინბოქსში მუქარის ტონით მესიჯები მომწეროს! პირდაპირ სუსი ამას ვერ გაბედავდა და მათი ხელის ბიჭით წარმატებით ახერხებენ. ვაი თქვენს პატრონს, რომ გგონიათ , მე რამე გამაჩუმებს!

P.s. თქვენ მგონი მე ისევ ქმრიანი ქალი გგონივართ. თავისუფალ, ყველა ქალს, აქვს პირადი ცხოვრების ქონის, ყოლის და ბედნიერების უფლება. ვისაც არ გაქვთ, თქვენ იკითხეთ <3

P.s.s. გავივლი კონსულტაციას ადვოკატთან და აუცილელბად მივმართავ პროკურატურას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი შანტაჟია. ”

რეკლამა

დაწერე კომენტარი