ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ტერორიზმის საქმეზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

შავი ჩაი ასკილით

საქმის პროკურორის ნანა ხუნჯუას თქმით, აქცენტები იმ დეტალებზეა გამახვილებული, რომელიც სარწმუნოს ხდის, რომ ბრალდებული პირები დამნაშავეები არიან. სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები წარადგინა.

„შევაჯერეთ და მიმოვიხილეთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე შევკრიბეთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მივაწოდეთ სასამართლოს მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც საკმარისი და აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისათვის ერთ-ერთი დაკავებულის, ზურა იდოიძის ადვოკატი დავით მოდებაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ სასამართლოს თავისი ვერსია შესთავაზა.

„იდოიძის ნაწილში გეტყვით, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის და ვერანაირ დასკვნით სიტყვას ვერ შემოგვთავაზებდა. მტკიცებულებები მხოლოდ და მხოლოდ გორნაკაშვილისა და ჩოფრანაშვილის ჩვენებებია, რომლებიც ელოდებიან საპროცესო შეთანხმებას იმის გამო, რომ იცრუეს და ტყუილი თქვეს. მინდა, დავარწმუნო სასამართლო და პროკურატურა, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება და ის მტკიცებულებები, რაც აქვთ იდოიძის ნაწილში, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს. მივმართავ მთავარ პროკურორს, დაავალოს პროკურატურას, შემდეგ პროცესზე მოიტანოს დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმის მოცულობის გამო, ბრალდების მხარეს დასკნითი სიტყვის წარმოთქმისთვის ორი პროცესი დასჭირდა. შემდეგ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.

დღევანდელი სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულია ექვსი პირი. ორს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი